ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში ნაძვის ხეს ხანძარი გაუჩნდა.
ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული და მას რაიმე სახის მატერიალური ზარალი არ გამოუწვევია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
როგორც მერიიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში "ნიუსპრესს" განუცხადეს
წუხელ, ღამის განმავლობაში, თბილისში 87 სამაშველო გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა მნიშვნელოვანი ზიანი არც ერთ შემთხვევას არ გამოუწვევია.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობითვე, გასულ ღამეს ხანძრის შვიდი და მანქანების გზიდან მოცურების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
