საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული განვითარების ტრეინინგების ციკლის ბოლო სესია დღეს "შერატონ მეტეხი პალასში" გაიხსნება.
სესიას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გახსნიან. ინფორმაციას USAID-ის პრესსამსახური ავრცელებს.
პროექტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოთხწლიანი პროგრამის - "ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი" (ITEP) ფარგლებში ხორციელდება. იგი საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტიანობის მატებას, არჩევნებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდასა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებას ისახავს მიზნად.
