დედაქალაქის მერიას ავტოტრანსპორტის გადაადგილების სათადარიგო მარშრუტები ჯერ არ შეუმუშავებია
დედაქალაქის მერიას ავტოტრანსპორტის გადაადგილების სათადარიგო მარშრუტები ჯერ არ შეუმუშავებია
12:12 27.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის მიმდინარეობისას საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვის შემთხვევაში, სათადარიგო მარშრუტები ჯერჯერობით შემუშავებული არ არის.
როგორც „ნიუსპრეს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები მხოლოდ მაშინ შემუშავდება თუ აქციის მონაწილეების მხრიდან გზები გადაიკეტება.
აქცია თავისუფლების მოედანზე 15.00 საათზე დაიწყება. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში სამი ადგილიდან - მეტროსადგურ „ავლაბრიდან“, ვაკის პარკიდან და „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებენ მსვლელობას და 15.00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორები 100 ათასზე მეტი ადამიანის შეკრებას ელოდებიან.
ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აქცია დაახლოებით, 17.00 საათამდე გაგრძელდება.






ბეჭდვა