პატრიარქი დღეს ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდება
პატრიარქი დღეს ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდება
10:23 22.02.2012
წმინდა მიწაზე ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს, ქალაქ ხოლონში, ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრას გამართავს.
გუშინ პატრიარქი მთავარ რაბინებს შეხვდა, რის შემდეგაც საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან ერთად ქალაქ ლოდში, წმინდა გიორგის საფლავის ეკლესიაში სავედრებელი პარაკლისი შეასრულა.
საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი წმინდა მიწაზე 25 თებერვალს დასრულდება.

ბეჭდვა