რუსთაველის გამზირზე მდებარე სცენებზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტები მიმდინარეობს.
რუსთაველის თეატრის აივნიდან დამოუკიდებლობის დღე საზოგადოებას ანსამბლმა „შვიდკაცამ“ მიულოცა. მათ რამდენიმე ცნობილი სიმღერა შეასრულეს და სცენა ,,თეატრალურ კვარტეტს” დაუთმეს.
კონცერტი გაიმართა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები, მათ შორის წარმოდგენები პატარებისთვის და ქართველი დიზანერების ჩვენებები.
საღამო მარჯანიშვილის მოედანზე დაგეგმილი კონცერტით დასრულდება, სადაც ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილი სპეციალურად ამ დღისთვის შექმილ პროგრამას წარმოადგენენ.
