სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე ღვთისმსახურებას, რომელიც გასული წლის 26 მაისს, „სახალხო კრების“ აქციის დაშლისას
დაღუპულთა მოსახსენიებელ პანაშვიდსა და დაშავებულთათვის პარაკლისს მოიცავს, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან.
სამებაში იმყოფებიან, „სახალხო კრების“ და მასში შემავალი პარტიების, ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“, ,,თავისუფალი საქართველოს“, საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ წევრები და გასული წლის 26 მაისის აქციის მონაწილეები.
ღვთისმსახურებას პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ესწრება.
ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით აღევლინება.
