ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ სამებაში მისვლის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს
ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ სამებაში მისვლის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს
12:14 26.05.2012
,,დემოკრატიული მოძრაობა“ ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ სამებაში მისვლის  გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს.
მისი თქმით, ივანიშვილის მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა , რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა და გასაკვირი არ არის, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და სიმბოლურია, რომ ამ დღეს 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეები ერთმანეთს ულოცავენ.
,,ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია დღევანდელი დღე და სავალალოა, რომ ხელისუფლებამ ცრემლით გაუთენა ეს დღე ბევრ თავის თანამოქალაქეს და არა მხოლოდ იმ ადამიენებს ვინც იქ ვიყავით, არამედ ბევრს სხვას. ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ საკუთარ ხალხს გაწვრთნილი და შეიარაღებული ზონდერებით მოერია“-აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით ,,სახალხო კრების“ წევრები რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ პატრიარქს და დღევანდელი პარაკლისიც სწორედ მისი ლოცვა კურთხევით აღევლინება.
მისივე თქმით, გადახდილი იქნება პარაკლისი გასული წლის 26 მაისს დაკავებულთა და დაშავებულთა სახელზე და ასევე, პანაშვიდი გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად.
სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში ,,კოალიცია ქართული“ ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.

ბეჭდვა