თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქართული მრეწველობის აღლუმი –
„დამზადებულია საქართველოში“ მიმდინარეობს.
აღლუმის ფარგლებში, გამზირის მთელი ტერიტორია სხვადასხვა სექტორებადაა დაყოფილი და სპეციალურ პავილიონებში საქართველოში წარმოებული პროდუქციაა წარმოდგენილი.
აღლუმზე საკუთარი პროდუქცია აქვს გამოფენილი ტესტილის მწარმოებელ კომპანია ,,ჯორჯიან ტექსტილს“, ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანია ,,ლევანტოს“ , შპს ,,ინტერ სერვისს“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის სავარძლებს აწარმოებს, სპეც ტანსაცმლის მწარომებელ კომპანია ,,დასას“, კომპანია „საირმეს“, „ბორჯომს“, კომპანია ,,ალგორითმს“, რომელიც კომპიუტერებს ამზადებს.
ასევე წარმოდგენილი არიან სამშენებლო და ხის მასალის მწარმოებელი კომპანიები.
განსაკუთრებული სტენდი ეთმობა ქართული ღვინის კომპანიებს. აღნიშნული სტენდი დამთვალიერებლების მხრდიან დიდ ინტერესს იწვევს.
პარლამენტის წინ ასევე, განთავსებულია თბილისის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის მეტროს ვაგონი. ასევე, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მისაბმელები. იქვე განთავსებულია ელმავლების მაკეტები. დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
აღლუმს ესტუმრებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა.
მრეწველობის აღლუმზე დასწრება და პროდუქციის დათვალიერება ყველა მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია. დამთვალიერებლების რაოდენობა დილიდან მატულობს.
აღლუმზე საკუთარი ნაწარმი 200-ზე მეტ კომპანია აქვს წარმოდგენილი.
