თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება
თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება
09:45 26.05.2012
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქში მეტრო და ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ასევე, მოსახლეობის მხრიდან რუსთაველის გამზირზე სამრეწველო აღლუმზე დასწრების სურვილის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
დილიდან თბილისში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს, რუსთავლის გამზირზე მრეწველობის აღლუმი გაიმართება, ხოლო მარჯანიშვილის მოედანზე საღამოს კონცერტი ჩატარდება.

ბეჭდვა