„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალი ინიციატივით გამოდიან
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალი ინიციატივით გამოდიან
18:35 25.05.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შემდეგი კვირიდან ახალ ინიციატივას წამოაყენებენ და მის განსახორციელებლად მუშაობს დაიწყებენ. ამის შესახებ „ახალგაზრდა  ადვოკატების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა არჩილ კაიკაციშვილმა დღეს პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატებს მთელი საქართველოს მასშტაბით გააერთიანებს.

„ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნება ოქტომბრის არჩევნებს ემთხვევა. გამოვდივართ ინიციატივით - საქართველოს დიდ ქალაქებში ორგანიზაციები და ადვოკატთა დაცვის ცენტრები შეიქმნას, რომლებიც თითოეული ამომრჩევლის უფლებას დაიცავენ“ - განაცხადა კაიკაციშვილმა.

პრეზენტაციაზე „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ თავმჯდომარე ლია მუხაშავრიაც იმყოფებოდა. მან ახალგაზრდა ორგანიზაციის დაარსება მიულოცა.

„ძალიან მიხარია, რომ ეს ორგანიზაცია შეიქმნა და ახალგაზრდები დიდი ამბიციით იწყებენ მუშაობას. ასეთ შემთხვევაში, მართლმსაჯულების სისტემა კიდევ უფრო განმტკიცდება“ - აღნიშნა მუხაშავრიამ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიის უფლებების უზრუნველსაყოფად ისინი აქტიურად ითნამშრომლებენ უფლებადაცვით და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის ოფისთან.

ბეჭდვა