წვიმის გამო მოსახლეობას სამაშველო სამსახურისთვის ჯერ არ მიუმართავს
წვიმის გამო მოსახლეობას სამაშველო სამსახურისთვის ჯერ არ მიუმართავს
18:03 25.05.2012
ძლიერი წვიმის გამო თბილისში საგანგებო სიტუაციათა სამსახურში გამოძახებები არ დაფიქსირებულა.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სამსახურში  განუცხადეს, ამ ეტაპზე, ძირითადად, ტექნიკური სახის გამოძახებები შედის და მოსახლეობას წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემებით ჯერ არ მიუმართავს.
მათივე განცხადებით, სამაშველო ბრიგადები საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
სინოპტიკოსების თქმით, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონებში ნალექი შენარჩუნდება, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმაც.
ამ დროისთვის თბილისის უმეტეს რაიონებში ისევ წვიმს.

ბეჭდვა