საქართველოში 26-27 მაისი ძირითადად უნალექო იქნება
საქართველოში 26-27 მაისი ძირითადად უნალექო იქნება
17:55 25.05.2012
უახლოესი ორი დღე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექოდ ჩაივლის.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს,  ხვალ დღისით, როგორც დედაქალაქში ისე დასავლეთ საქართველოში, გამოიდარებს.
მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ძირითადად, ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა, უმეტესად უნალექოდ.
სინოპტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით, 27 მაისს ასევე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
წვიმა მხოლოდ დღეს საღამოს, საქართველოს უმეტეს რაიონშია ნავარაუდევი.

ბეჭდვა