ჯვრის უღელტეხილი ქარბუქის გამო ისევ ჩაკეტილია.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ჯვრის უღელტეხილზე მდგომარეობა არ შეცვლილა და ის ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება.
ცენტრალური მაგისტრალი თავისუფალია და ავტოტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები არ არის დაწესებული.
სინოპტიკოსების ცნობით, არამდგრადი ამინდები უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება. ყველაზე დაბალი ტემპერატურა წუხელ ჯვრის უღელტეხილზე და ბაკურიანში -19 გრადუსი დაფიქსირდა.
უახლოეს დღეებში ტემპერატურა +10 გრადუსს არ გადაჭარბებს. 25-26 თებერვალს კი ისევ თოვაა მოსალოდნელი.
