საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე –პარლამენტის ახალი შენობის გახსნასა და სამხედრო აღლუმზე, ხვალ სპეციალურ
მედიაცენტრში 11:00, 13:00 და 15:00 საათზე პარლამენტის წევრებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებები გაკეთდება.
ჟურნალისტებისთვის მედიაცენტრი ქუთაისში 10:00 საათიდან მთავრობის სახლში იმუშავებს.
მედიაცენტრში მუშაობის მსურველი ჟურნალისტები ქუთაისში 9 აპრილის ქუჩაზე, 9:00 სთ-დან 9:30 სთ-მდე უნდა მივიდნენ.
საპარლამენტო სესიაზე დამსწრე ჟურნალისტები მედიაცენტრში 14:30 სთ–დან 15:00 სთ–მდე, სამხედრო აღლუმზე დამსწრე მასმედიის წარმომადგენლები 9 აპრილის ქუჩაზე 15:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე უნდა გამოცხადნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულოა მათ თან ჰქონდეთ სააკრედიტაციო ბარათები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.
