"ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში, ომში დაღუპული მეომრების მოსაგონრად სკოლებში "წითელი ყაყაჩოს" აქცია დაიწყო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში მოსწავლეები გულზე წითელ ყაყაჩოს მიიმაგრებენ, რითაც პატივს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიაგებენ. აქციას, დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და საგამომცემლო სახლის "პრაიმ-ტაიმის" დამფუძნებელი თამარ ფხაკაძე შეუერთდნენ.
"წითელი ყაყაჩოს" აქცია საგამომცემლო სახლის "პრაიმ-ტაიმის" ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
