კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ უწყებათაშორის კომისიასთან შეხვედრას ითხოვს
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ უწყებათაშორის კომისიასთან შეხვედრას ითხოვს
13:17 25.05.2012
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.

როგორ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კორძაიამ დღეს იუსტიციის სამინისტროსთან გამართულ ჟურნალისტების აქციაზე აღნიშნა, შეხვედრა უკვე დანიშნულია, თუმცა, როდის შედგება ჯერჯერობით უცნობია.

მისივე თქმით, დღევანდელი აქციის მიზანია ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინოს ყველა იმ ძალადობის ფაქტზე, რასაც ჟურნალისტების მიმართ ჰქონდა ადგილი.

კორძაიას განცხადებით, ბოლო პერიოდში აქტიური სახე მიიღო ჟურნალისტებზე ზეწოლისა და ძალადობის შემთხვევებმა.

„ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე ზეწოლის ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყვნენ ,,ლაივპრესის“, ნეტგაზეთის“, P.S-ის, „ტს.პრესის“ ჟურნალისტები. აქამდე გამოუძიებელია ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის საქმე, რომელიც პოლიციის შენობაში სცემეს“- განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ზეწოლა ჟურნალისტებზე ჩინოვნიკების და დაცვის წევრების მხირდან ფიქსირდება.

კორძაიას განცხადებით, აღნიშნული ქმედებების გამოძიება აუცილებელია.

ბეჭდვა