ანტინიკოტინური აქციის ფარგლებში დღეს ველორბოლა გაიმართება
ანტინიკოტინური აქციის ფარგლებში დღეს ველორბოლა გაიმართება
09:14 25.05.2012
ანტინიკოტინური აქციის ფარგლებში დღეს თბილისის ზღვაზე ველორბოლა გაიმართება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ველორბოლაში მონაწილეობის მიღება 14-დან 30 წლამდე მოყვარულ ველომბროლელებს შეეძლებათ.
ტურნირში გამარჯვებულს თასი, ხოლო ფინალისტებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
შეჯიბრი ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი" ფარგლებში იმართება. იგი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და თამბაქოს მავნებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

ბეჭდვა