იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება
იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება
09:06 25.05.2012
იუსტიციის სამინისტროსთან დღეს ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას და იმ ჩინოვნიკების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ან უკანონოდ დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს მედია კლუბმა - „არჩევანის თავისუფლებისთვის“ გაავრცელა.
„ბოლო ორ თვეში ჟურნალისტებზე ზეწოლის 20 ფაქტი მოხდა. ხელისუფლება უარს ამბობს ამ ფაქტების გამოძიებაზე. არ დასჯილა არცერთი მოძალადე ჩინოვნიკი. თუ ხარ ჟურნალისტი, თუ თვლი, რომ შენი უფლებები ირღვევა, თუ ფიქრობ, რომ შენს კოლეგებზე ზეწოლის ფაქტები გამოსაძიებელია, შემოგვიერთდი! ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები! ერთად მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება! იყავი სოლიდარული!“ - ნათქვამია განცხადებაში.
აქციაზე საქართველოში მოქმედი მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების განცხადება გავრცელდება, რომლითაც ისინი მოუწოდებენ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტებზე ზეწოლის თითოეული ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავე ჩინოვნიკები. ჟურნალისტები ასევე მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და უზრუნველყოს ქვეყანაში ჟურნალისტთა საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

ბეჭდვა