თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ დეპუტატი ზაზა გაბუნია დღეს, ელიას მთაზე, ნიაბის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატის განცხადებით, მოსახლეობას სანიაღვრე ქსელების გაუმართაობის და საკანალიზაციო სისტემის არარსებობის პრობლემა წლებია აწუხებს.
„ჩემი მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანია, ხელისუფლების ყურადღება ნიაბის ქუჩის მოსახლეობის პრობლემებისკენ მივმართოთ, რადგან ამ ადამიანებს წლების განმავლობაში ისეთი პრობლემები აწუხებს, რომელებიც მათ საცხოვრებელ გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს“ - განაცხადა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნია თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს, ელიას მთაზე სანიაღვრე ქსელებთან დაკავშირებული საკითხების დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებს.
