თბილისის მერმა მდინარიძეების ოჯახს 20 ლარიანი ვაუჩერი გადასცა
თბილისის მერმა მდინარიძეების ოჯახს 20 ლარიანი ვაუჩერი გადასცა
16:34 21.02.2012
თბილისის მერმა გიგი უგულავამ 20 ლარიანი ენერგოვაუჩერი ავჭალაში მცხოვრებ მდინარიძეების ოჯახს პირადად გადასცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ელექტროენერგიის 350 000-ზე მეტი აბონენტია და თითოეული მათგანი კუთვნილ ვაუჩერს უახლოეს დღეებში მიიღებს.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წელს არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს ერთჯერადად, ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერი დაურიგდება.
ვაუჩერების დარიგება ეტაპობრივად განხორციელდება. დარიგების პროცესი დღეს თბილისში დაიწყო და ის 31 მარტს დასრულდება. დღეიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში სპეციალური ცხელი ხაზიც ამოქმედდა.




ბეჭდვა