დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კერძო სახლებში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალმომარაგება ისანი-სამგორის რაიონში ჭიჭინაძის ქუჩას, სამრეწველოსა და წმინდა ბარბარეს დასახლებებს შეუწყდა.
წყალი ასევე, გლდანი-ნაძალადევის რაიონში კასკადის ქუჩას არ მიეწოდება.
აღნიშნული ქუჩების წყალმომარაგება 20:00 საათიდან განახლდება.
