კახა ბექაური რეგიონულ ტელეკომპანიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
კახა ბექაური რეგიონულ ტელეკომპანიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
10:45 24.05.2012
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური რეგიონულ ტელეკომპანიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
როგორც ბექაურმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, ჯერ კონკრეტულად არ არის ცნობილი რომელ ტელეკომპანიასთან რა სახით მოხდება თანამშრომლობა, თუმცა, „მე-9 არხი“ მათ დასახმარებლად მზადაა.
„ტელეკომპანიებს, რომელთაც უნდათ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის განხორციელება და არ უნდათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსებზე იყვნენ დამოკიდებული, ჩვენ დახმარების ხელს გავუწვდით“ - განაცხადა ბექაურმა.
მისივე თქმით, თანამშრომლობის ფორმატი თითოეულთან მოლაპარაკების შედეგად განისაზღვრება.
ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ ტელეკომპანია „თრიალეთის“ 10% უკვე შეისყიდა.

ბეჭდვა