სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი რულანდ მონაში დღეს ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რომელიც 2012 წელს ახალგაზრდულ სფეროში განსახორციელებელი პროგრამების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ხელშეკრულების ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში შედგენილი სამოქმედო გეგმის ღონისძიებებს დააფინანსებს, რომლებიც ჯანდაცვის, დასაქმების, სამოქალაქო აქტიურობის, არაფორმალური განათლებისა და სხვა სფეროებთანაა დაკავშირებული.
სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ახალგაზრდობის საკითხებზე ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება. კვლევის შედეგები მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.
