თბილისის მერიასთან კიკვიძის ბაღის გაჩეხვის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
თბილისის მერიასთან კიკვიძის ბაღის გაჩეხვის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
16:10 21.02.2012
თბილისის მერიასთან კიკვიძის ბაღის გაჩეხვას დღეს "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი", "ეკოლოგიური სამართლის ცენტრი", არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა მწვანეებისა" და ნაძალადევის მოსახლეობა აპროტესტებდა.
როგორც "ნიუსპრესს" "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განუცხადა, დღევანდელი აქციის მიზანი "იმ უკანონობის შეჩერებაა, რომელიც კიკვიძის ბაღში ხორციელდება".
მისივე თქმით, ისინი ნაძალადევში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად კიკვიძის ბაღში ყოველდღე მორიგეობენ, რათა იქ ხეების მოჭრის პროცესი არ გაგრძელდეს.
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" ინფორმაციით, კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის შესაძლო მშენებლობისთვის ტერიტორიაა შემოსაზღვრული. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე 17 ხე მოიჭრა.



ბეჭდვა