ზურაბ აბაშიძე ავარიული სახლის მაცხოვრებლებს შეხვდა
ზურაბ აბაშიძე ავარიული სახლის მაცხოვრებლებს შეხვდა
16:15 23.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზურაბ აბაშიძე დღეს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიული სახლის მაცხოვრებლებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძე ტელეგრაფის ჩიხში მდებარე სახლის მაცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო.
„მერიას ავარიული სახლების რეაბილიტაციის გეგმა არ გააჩნია. უკვე წლებია ეს პრობლემა ვერ მოაგვარეს“ - განაცხადა აბაშიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეგრაფის ჩიხში მდებარე საცხოვრებელი სახლი ბოლოდროინდელმა სტიქიამ და მიწისძვრამ განსაკუთრებით დააზიანა, რის შედეგადაც შენობის ერთი ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა.
შენობაში სულ 24 ოჯახი ცხოვრობდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინფორმაციით, მათგან 6 ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი.

ბეჭდვა