დამოუკიდებლობის დღეს თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე კონცერტი გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ღონისძიების ორგანიზატორმა სტეფანე მღებრიშვილმა განუცხადა, კონცერტზე ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარსდგება.
მისი თქმით, ეს იქნება ნაციონალური ბალეტისა და ნიკოლოზ რაჭველის პირველი ერთობლივი კონცერტი.
„ამ დღეს სპეციალური პროგრამა მიეძღვნება, სადაც ძალიან ბევრი ახალი და ყველასთვის საყვარელი კომპოზიცია შესრულდება. იქიდან გამომდინარე, რომ ღონისძიება დამოუკიდებლობას ეძღვნება, ძალიან პატრიოტული იქნება“ - განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება და საათნახევარი გაგრძელდება.
26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე თბილისელებისთვის გამოფენა - „ქართული მრეწველობის აღლუმი – დამზადებულია საქართველოში“ გაიმართება.
გამოფენაზე საქართველოს მასშტაბით მოქმედი 250–ზე მეტი საწარმო ავეჯს, სამშენებლო მასალას, ელექტრო და კომპიუტერულ ტექნიკას, ტექსტილს, ლითონის ნაკეთობებს წარმოადგენს.
დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
