„თიბისი ბანკის“ საიუბილეო კინოპროექტის „20/12„ ფარგლებში
დღეს მეოთხე ფილმის - „ერთ კაცს ვუყვარდი“ გადაღება დაიწყება.
როგორც “ნიუსპრესს“ „თიბისი გალერეიდან“ აცნობეს, ფილმის სცენარი ანა კორძაია-სამადაშვილის ნოველის მიხედვით შეიქმნა, რეჟისორი ანა ურუშაძე, ხოლო სცენარისტი მარიამ პერტიაა.
ფილმში მთავარ როლებს მსახიობები ია სუხიტაშვილი და თამრი ბზიავა შეასრულებენ.
გადაღების პროცესს ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ხელმძღვანელობს. ფილმის სიუჯეტი ორი მეგობარი გოგონას დიალოგზეა აგებული.
„თიბისი ბანკის“ საიუბილეო კინოპროექტის - „20/12“ ფარგლებში, 12 მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ, რომელიც წლის ბოლოს ერთ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმად შეიკვრება. ფილმს მაყურებელი „თიბისი ბანკის“ იუბილეზე, 17 დეკემბერს იხილავს.
