თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე ტრასნპორტის მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში აკრძალულია.
მოედნის გადაკეტვის გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონიძიებებს უკავშირდება.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ზაარბრუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.
მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობის მიმართულებას შეიცვლის. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მერიის ცხელ ხაზზე - 2-72-22-22 მიიღონ.
26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, თბილისელებისთვის ქართული ნაწარმის გამოფენა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება მოეწყობა.
