ფოტოგამოფენა სახელწოდებით „მხარი დაუჭირე თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს“ დღეს საქართველოს პარლამენტში გაიხსნა.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პიქტოგრამული გაფრთხილებები თამბაქოს მოწევის შესახებ, ასევე ფოტოსურათები თამბაქოსა და მისი მოხმარების მავნებლობის შესახებ, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებშია გამოყენებული.
გამოფენა მიზნად ისახავს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებას თამბაქოს კონტროლის სფეროში ცვლილებების აუცილებლობის შესახებ და თამბაქოსგან თავისუფალი პოლიტიკის გატარების წამოწყებასა და მხარდაჭერას.
ღონისძიება საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა „Don’t Worry, Be Healthy”-სთან თანამშრომლობით ტარდება.
გამოფენის გახსნას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი და პირველი ლედი დაესწრნენ.
