საბურთალოს ნაწილს შუქი გაეთიშება
17:59 22.05.2012
საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სარემონტო სამუშოების გამო, შუქი 11:00 საათიდან ბახტრიონის ქუჩის ნაწილს გაეთიშება.
აბონენტებს ენერგომომარაგება 14:00 საათიდან აღუდგება.