თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, 1 400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, წყალი 23 მაისის 12:00-დან 24 მაისის 08:00 საათამდე ილურიძის, ლომთათიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, ურიდიას, ხუდადოვის და მარუაშვილის ქუჩებს არ მიეწოდება.
ამავე პერიოდში, წყლის მიწოდება სამშვილდის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, აჭარის, აგარის, ცხრა ძმის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, ლამის, თამარაშენის, სააკაძის, ასპინძის, მრელაშვილის, ბაბისხევის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, გუჯარეთის, მელაანის, ფერმო-ავლაბრის, კობარეთისა და აწყურის ქუჩებს, ასევე, ავლაბარსა და „მეტრომშენის“ დასახლებას შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალი ვაზისუბნის მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებსაც შეუწყდება.
