წყნეთის მოსახლეობას გაზმომარაგება შეუწყდება
წყნეთის მოსახლეობას გაზმომარაგება შეუწყდება
17:37 22.05.2012
წყნეთის დასახლებას ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, დიდგორის რაიონში ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, მოსახლეობას ბუნებრივი აირი 10:00 საათიდან არ ექნება.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 15:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას გაზის დანადგარებთან სიფრთხილისკენ მოუწოდებს.



ბეჭდვა