საქართველო წყლის „ელექტრონული აღმრიცხველის“ თანამედროვე სისტემაზე გადადის
 საქართველო წყლის „ელექტრონული აღმრიცხველის“ თანამედროვე სისტემაზე გადადის
15:37 20.10.2015
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ინოვაციური პროექტის - „ელექტრონული აღმრიცხველის“ დანერგვა დაიწყო.

პირველი საპილოტე პროგრამა მარნეულში ხორციელდება, რომლის მიხედვითაც, კომპიუტერების გამოყენებით, გახარჯული წყლის მიმდინარე ჩვენებები ბაზაში აღირიცხება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა მარნეულის ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, თავად აღრიცხა წყლის მაჩვენებელი და აბონენტებს თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ინფრანსტუქტურის ინფორმაციით, წარმოდგენილი სისტემის მეშვეობით, აბონენტს თავისი მრიცხველის ზუსტი ჩვენება ყოველთვის ეცოდინება.

„გარდა ამისა, ,,ელექტრონული აღმრიცხველი“ დროულად დააფიქსირებს მრიცხველის დაზიანების შემთხვევებს, რაც მყისიერი რეაგირების საშუალებას მოგვცემს და საბოლოო ჯამში მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს“,-აცხადებენ კომპანიაში.

წყალმომარაგების კომპანია თანამედროვე, ტექნოლოგიურ სერვისის დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

ბეჭდვა