საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა "ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში, იუნკერთა სახელობის თბილისის 52–ე საჯარო სკოლის
მოსწავლეებს ლატვიელი რეჟისორის, ედვინ შნორის დოკუმენტური ფილმი "საბჭოეთის ისტორია" წარუდგინა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, "საბჭოეთის ისტორიის" შექმნის იდეის ინიციატორები ევროპარლამენტის დეპუტატები არიან. ფილმში საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის შედარებაა ნაჩვენები და დოკუმენტური ფოტო და კინო მასალაა გამოყენებული.
ფილმმა მოზარდების დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა 2008 წლის აგვისტოს ომიც და ის მხარდაჭერა გაიხსენეს, რაც მაშინ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა საქართველოს აღმოუჩინეს.
"ოკუპაციის კვირეული" განათლების სამინისტროს მიერ ყოველწლიურად, თებერვლის მეორე ნახევარში აღინიშნება, რომლის ფარგლებში "საბჭოეთის ისტორიას" ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან.
