ხვალიდან მარჯანიშვილის მოედანი გადაიკეტება
ხვალიდან მარჯანიშვილის მოედანი გადაიკეტება
15:28 22.05.2012
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ხვალიდან მარჯანიშვილის მოედანი გადაიკეტება.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ზაარბრუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.
მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობის მიმართულებას შეიცვლის. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მერიის ცხელ ხაზზე - 2-72-22-22 მიიღონ.
26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, თბილისელებისთვის ქართული ნაწარმის გამოფენა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება მოეწყობა.

ბეჭდვა