თურქეთში დღეს მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.
მედიის ცნობით, შემთხვევა ტაპზონში მოხდა. ჩაით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადაიჩეხა. 3 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 25 წლის ირაკლი კვიტაიშვილი. ის სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე ირაკლი ჩახვაიშვილი. ის ტრაპზონის კლინიკაში მძმე მდგომარეობაში იმყოფება.
უვნებლად გადარჩა სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მძღოლის დაუდევრობა გახდა.
