საქართველოს ირანელი ველომრბოლელი რაჰმათოლა აზადი ეწვია
საქართველოს ირანელი ველომრბოლელი რაჰმათოლა აზადი ეწვია
13:56 22.05.2012
საქართველოს ცნობილი ირანელი ველომრბოლელი რაჰმათოლა აზადი ეწვია.

როგორც „ნიუსპრესს“ ირანის საელჩოდან აცნობეს, ველომრბოლელი სხვადასხვა ქვეყნებში მშვიდობისა და მეგობრობის განმტკიცების მოთხოვნით მოგზაურობს.

ირანელი ველომრბოლელის განცხადებით, იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობით, თავისუფლებისმოყვარე ხალხს მოუწოდებს, დახმარება აღმოუჩინონ გაჭირვებულებს და არ დაუშვან ძალმომრეობის ზრდა მსოფლიოში. მისივე განცხადებით, მილიონობით ადამიანი სიღარიბისა და ნარკომანიის მახეშია მოქცეული და მათი გადარჩენა საერთო ძალისხმევას საჭიროებს.

რაჰმათოლა აზადს მსგავსი მიზნით მოვლილი აქვს ინდოეთი, კენია, პაკისტანი, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები.

ბეჭდვა