„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებს აფიქსირებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებს აფიქსირებს
11:28 22.05.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა - სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის 10, ბიზნესზე, კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური მოტივით ზეწოლის 6, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის 3 შემთხვევა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შეფასებით, მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილ ცალკეულ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

ანგარიშში საუბარია ტენდენციებზე, რომლებიც შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას უკავშირდებოდეს. იგი მოიცავს ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული საჯარო შეხვედრებისა და მოქალაქეთათვის პარტიების მიერ მიცემული დაპირებების თაობაზეც.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი ორგანოების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე.

ბეჭდვა