მიმდინარე კვირაში საქართველოში შიდსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ორივე პაციენტი 40 წლამდე მამაკაცია.
მედიკოსების თქმით, ერთ-ერთ პაციენტს შიდსის ვირუსთან ერთად, ტუბერკულოზის მძიმე ფორმა განუვითარდა.
2012 წლის 20 მაისის მონაცემებით, შიდსის ვირუსით ინფიცირების 3 307 შემთხვევაა რეგისტრირებული. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
2012 წელს შიდსის 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აივ მკურნალობას 1180 პაციენტი გადის, მათგან 36 - ბავშვია.
