დავით ზილფიმიანი დღეს პრესკონფერენციას გამართავს
დავით ზილფიმიანი დღეს პრესკონფერენციას გამართავს
09:03 22.05.2012
ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ერთ-ერთი მფლობელი და ყოფილი დირექტორი დავით ზილფიმიანი დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ტელეკომპანიის ირგვლივ განხორციელებულ იმ უკანონო ფაქტებს გააცნობს, რომლებიც „პირველი სტერეოს“ ახალმა დირექტორმა ვასილ კობაიძემ განახორციელა.
ზილფიმიანი მანამდე სხვადასხვა შეხვედრებს საელჩოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გეგმავს.
ზილფიმიანი ტელეკომპანიის დირექტორობიდან რამდენიმე დღის წინ გადააყენეს. ,,პირველი სტერეოს“ ახალმა დირექტორმა ვასილ კობაიძემ გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში მდებარე ტელევიზიის ოფისი კერძო დაცვის თანამშრომლების მეშვეობით დაიკავა. დავით ზილფიმიანი და „პირველი სტერეოს“ თანამშრომლები ოფისში შესვლის უფლებას ითხოვენ.

ბეჭდვა