გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოსაშვები გამოცდების პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 39 300-მდე მეთორმეტეკლასელმა ჩააბარა.
როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის საშუალო მაჩვენებელი 8 ქულამდეა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წარმატებით მონაწილეთა 98,2%-მა გადალახა. უმაღლესი შეფასება - 10 ქულა 1 400-მდე მოსწავლემ მიიღო.
მათი ინფორმაციით, გამოცდისთვის 41 ათასამდე მოსწავლე იყო რეგისტრირებული. საგამოცდო პროცესმა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე ჩაიარა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი მთელი დღის განმავლობაში უწყეტ რეჟიმში აანალიზებდა მონაცემებს - მოსწავლეების მიერ მიღებულ შედეგებს, საშუალო ქულას, ზღვარგადალახულთა პროცენტულ ოდენობას სესიების მიხედვით, მინიმალური და მაქსიმალური ქულების რაოდენობას და ა. შ.
ხვალ მოსწავლეები უცხოური ენის გამოცდას ჩააბარებენ.
