საქართველო-სომხეთის საზღვრაზე 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
მიწისძვრა გამთენიისას, დილის 5:00 საათზე მოხდა. მისი ეპიცენტრი მიწის ზედაპირიდან 10 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.
გუშინ ღამით მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართანაც მოხდა.
ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრიდან 36 კილომეტზე გუშინ დაფიქსირდა. იგი თბილისშიც იგრძნობოდა.
აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში, 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა 7 მაისს მოხდა, რის შემდეგაც შედარებით მსუბუქი ე.წ ავთერშოკები პერმანენტულად მეორდება. 7 მაისის მიწისძვრამ ნგრევაც გამოიწვია.
