მედია ტელეკომპანია „პირველ სტერეოსთან“ დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს აკვირდება
მედია ტელეკომპანია „პირველ სტერეოსთან“ დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს აკვირდება
16:50 21.05.2012
მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და სამაუწყებლო კომპანია ,,სტერეო პლუსის“ დამფუძნებელ დავით ზილფიმიანს მხარს უჭერენ.
ამის შესახებ ,,ნიუსპრესს“ მედიაკლუბის წარმომადგენელმა ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა, ზილფიმიანისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების დახურული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ზურიაშვილის თქმით, მედიის წარმომადგენლები ,,პირველ სტერეოსთან“ დაკავშირებულ მოვლენებს აკვირდებიან.
„მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება. ჯერ მოვლენებს ვაკვირდებით. ხვალ გვეცოდინება, რას მოვიმოქმედებთ აღნიშნულთან დაკავშირებით“ - აღნიშნა მან.
დავით ზილფიმიანთან სამუშაო შეხვედრა ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში გაიმართა. შეხვედრას მედიაორგანიზაციების, მედიის ადვოკატირების კოალიციის, კამპანია ,,ეს შენ გეხებას“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ზილფიმიანმა ,,პირველ სტერეოსთან“ დაკავშირებული მოვლენები მიმოიხილა და კოლეგებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ბეჭდვა