„პირველი სტერეოს“ თანამშრომლები, სავარაუდოდ, დღეს ტელეკომპანიის შენობაში ვერ შევლენ
„პირველი სტერეოს“ თანამშრომლები, სავარაუდოდ, დღეს ტელეკომპანიის შენობაში ვერ შევლენ
13:33 21.05.2012
ტელეკომპანიების „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლუსის“ თანამშრომლებს გეოფიზიკის ინსტიტუტში მდებარე თავინთ ოფისებში, სავარაუდოდ, დღეს არ შეუშვებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ გეოფიზიკის ინსტიტუტში მყოფი კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჯანელიძემ განუცხადა, მათ შენობაში შესაშვები თანამშრომლების სია უკვე მიიღეს და, სავარაუდოდ, დღეს არაფერი შეიცვლება.
„ბოლო სიები, რაც მივიღეთ ეს იყო შენობის მე-11 და მე-12 სართულებისა და სტუდია „რეს“ თანამშრომლების სია. არსებული მდგომარეობა, სავარუდოდ, 99%-ით აღარ შეიცვლება. დღეს სხვა თანაშრომლები შენობაში აღარ შევლენ“ - განაცხადა ლევან ჯანელიძემ.
მისივე განცხადებით, ეს დირექტივა მათ დამქირავებელი, „პირველი სტერეოს“ ახალი დირექტორის ვასილ კობაიძისგან მიიღეს. დღეს „პირველ სტერეოში“ 15:00 საათისთვის კობაიძის წარმომადგენელსაც ელოდებოდნენ, თუმცა, ჯანელიძის განმარტებით, სავარაუდოდ, ის არ მოვა.
რაც შეეხება ხვალინდელ სიტუაციას, ჯანელიძის თქმით, შენობაში თანამშრომელთა შეშვება კვლავაც სიებით მოხდება.

ბეჭდვა