„სტუდია რე“-ს თანამშრომლები გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში თავის ოფისში შეუშვეს
„სტუდია რე“-ს თანამშრომლები გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში თავის ოფისში შეუშვეს
13:07 21.05.2012
ასოციაცია „სტუდია რეს“-ს თანამშრომლები გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში განთავსებულ საკუთარ ოფისში კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ თანამშრომლებმა უკვე შეუშვეს.
როგორც „ნიუსპრესს“ დაცვის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჯანელიძემ განუცხადა, მათ სტუდია „რეს“ თანამშრომელთა სიები არ ჰქონდათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც დამქირავებელთან საკითხი გაარკვიეს და დამატებითი სიები მიიღეს, „რეს“ თანამშრომლებს შენობაში შესვლის პრობლემა აღარ აქვთ.
„სტუდია რეს“ ხელმძღვანელი მამუკა ყუფარაძე საკითხის გარკვევამდე საკუთარ ოფისში შევლას ითხოვდა, თუმცა, მას „მგლების“ თანამშრომლები არ უშვებდნენ.

ბეჭდვა