საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ ინიციატივით, თბილისის საქალაქო სამამართლოსთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ „სოლიდარობა უკანონო პატიმრები“-ს წარმომადგენლებმა განუცხადეს, აქციას უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, პატიმრების ოჯახის წევრები ესწრებიან.
მათი ინფორმაციით, პატიმართა მიმართ სოლიდარობა ყველაზე მეტად საქალაქო სასამართლოსთან შეიძლება გამოიხატოს, რადგან ყველა განაჩენი ფაქტიურად საქალაქო სასამართლოში გამოაქვთ.
„ამიტომ თავს მოვალედ ვთვლით, რომ აქცია საქალაქო სასამართლოსთან ჩავატაროთ. წლევანდელი აქცია კონკრეტულ ფაქტებს არ ეძღვნება. ამ დღეს ჩვენ სიმბოლურად ავღნიშნავთ“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, 21 მაისი უკანონო და პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობის დღედ 2009 წელს ორგანიზაციის ინიციატივით გამოცხადდა და უკვე მე-3 წელია უფლებადამცველების მიერ აღინიშნება.
