წიგნის - „პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ“ პრეზენტაცია გაიმართება
წიგნის - „პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ“ პრეზენტაცია გაიმართება
11:04 21.05.2012
წიგნის - „პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ“ პრეზენტაცია დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, წიგნის რედაქტორი ილიაუნის პროფესორი გიგა ზედანიაა.
„პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ“ სტატიების კრებულია, რომლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნულობის შესწავლის ინსტიტუტის წევრების გამოკვლევები შევიდა.
წიგნი საქართველოსა და მსოფლიოში, მოყოლებული ადრეული შუა საუკუნეებიდან დღემდე, რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების ისტორიის საკითხებს ეხება.

ბეჭდვა