რეფერალურ საავადმყოფოში მოყინვის დიაგნოზით მოთავსებულ ორ პაციენტს შესაძლოა თითების ამპუტაცია დასჭირდეს.
როგორც "ნიუსპრესს" კლინიკის ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მოყინვის დიაგნოზით შეყვანილი 6 პაციენტიდან ორის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, შესაბამისად, შესაძლოა მათ დღეს თითების ამპუტაცია ჩაუტარდეთ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კი მოყინვის გამო რეფერალურ საავადმყოფოში არავინ შეუყვანიათ.
