2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
08:59 21.05.2012
მთელი საქართველოს მასშტაბით დღეიდან 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო.

როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 09:00 საათზე, საქართველოს ყველა რაიონის 1600-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებებზე მუშაობა დაიწყეს.

წლევანდელი გამოსაშვები გმოცდებისთვის ცენტრში სპეციალური პროგრამა, ე.წ. naec web browser-ი შეიქმნა, რომელიც ტესტირების დაცულობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს, ვინაიდან პროგრამა ტესტირების განმავლობაში ყველა სტანდარტულ პროცედურას, მაგალითად, ფრაზის კოპირებასაც კი ზღუდავს.

კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი ალგორითმისა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ჩატარდება.

გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში - ქართული ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ბარდება. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.

გამოცდები კომპიუტერულად, ე.წ. „CAT“-ის სისტემით ტარდება. საგამოცდო ოთახებში ვიდეო კამერა და ხმის ჩამწერი აპარატურა იმუშავებს. საგამოცდო პროცესში 2000-ზე მეტი მეთვალყურეა ჩართული.

მოსწავლემ გამოცდაზე მხოლოდ მოსაწვევი, პირადობის მოწმობა და კალამი უნდა იქონიოს. ასევე, მას უფლება აქვს გამოცდაზე პირადი ჰიგიენის ნივთები და პლასტმასის ბოთლით წყალი შეიტანოს.

გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობისას გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტებისთვის მედიაცენტრი იმუშავებს.

ბეჭდვა