„თბილისი ჰამქარი“ „ირაო მაგნატ გუდიაშვილის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს
„თბილისი ჰამქარი“ „ირაო მაგნატ გუდიაშვილის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს
18:24 20.05.2012
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თბილისის ჰამქარი“ კომპანია „ირაო მაგნატ გუდიაშვილს“ სასამართლოში უჩივლებს.

როგორც „ნიუსპრესს“ „თბილისის ჰამქარის“ ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, სარჩელს კომპანიის წინააღმდეგ ხვალ შეიტანენ.

ელისაშვილის თქმით, კომპანიამ მოედანზე მდებარე „ლიტერატურული საქართველოს“ შენობა ნაწილობრივ დაანგრია, თუმცა, ამის არანაიარი ნებართვა არ ჰქონდა. მისივე განმარტებით, კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა და ამისთვის პასუხი უნდა აგოს.

„გუშინ რაც მათ გააკეთეს, სრული უკანონობაა. ერთადერთი, რის ნებართვასაც ჩვენ მათ მივცემთ, ისაა, რომ გადახურონ სახურავი, რომელიც შენობას გუშინ გადახადეს“-აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ირაო მაგნატ გუდიაშვილის“ წარმომადგენლისგან, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ შეხვდა, „ლიტერატურული საქართველოს“ შენობის გადახურვის პირობა მიიღო.

ელისაშვილის თქმით, „თბილისის ჰამქარი“ საგანგებო წერილით ასევე თბილისის ზედამხედველობის სამსახურს მიმართავს და აღნიშნული შენობის მიმართ ყურადღებას მოითხოვს.

ორგანიზაციამ აქცია გუდიაშვილის მოედანზე დღეს გამართა. დღესვე, კომპანია „ირაო მაგნატ გუდიაშვილმა“ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ შენობის დემონტაჟი დაწყებული არ არის და ამჟამად, მხოლოდ კვლევისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბეჭდვა